„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი მწვრთნელი თომას ტუხელი, შესაძლოა, პარიზულ გრანდში დაბრუნდეს, – იუწყება RMC Sport-ი. გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს ხელმძღვანელობის ძირითადი ნაწილი მიიჩნევს, რომ გერმანელი სპეციალისტი გუნდს სჭირდება, მაგრამ ერთსულოვანი შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.
თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ბარიერს ვერ დაძლევს და მომდევნო ეტაპზე პარიზელების ნაცვლად მიუნხენელები გავლენ, გუნდში მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების საკითხი მწვავედ დადგება.
ევროპულ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, პსჟ-ში მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ ძირითად კანდიდატად ზინედინ ზიდანიც მოიაზრება.