„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში პირველივე წუთებიდან ითამაშებს, – იტყობინება გაზეთი „ლ’ეკიპი“ (L ’Equipe).
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მიიღო გადაწყვეტილება – გამოიყენოს მეკარე ალფონს არეოლა საფრანგეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში, ბუფონი კი 24-ე ტურში „ბორდოს“ წინააღმდეგ და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში.
ამ სეზონში იტალიელმა მეკარემ 15 მატჩი ჩაატარა პსჟ-ის შემადგენლობაში და ცხრა გოლი გაუშვა.