პსჟ-ს დირექტორი - პოჩეტინო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს შესახებ ისაუბრა:
„პოჩეტინო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Mundo Deportivo. – შეიძლება ითქვას, რომ ახლა გუნდი მოწოდების სიმაღლეზე არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოჩეტინომ შესაბამისი სამუშაო არ გასწია.
ჩვენ საფრანგეთის ჩემპიონატში ვლიდერობთ, ყველა გუნდს 10 ქულით ვუსწრებთ და სრულყოფილებისკენ სწრაფვის პროცესში ვართ“.
49 წლის სპეციალისტი პარიზული გრანდის მწვრთნლად 2021 წლის 2 იანვარს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, პსჟ-მ საფრანგეთი თასი და სუპერთასი მოიპოვა.
მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „პარი სენ-ჟერმენი“ უდგას სათავეში და უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებს.