პსჟ-ის კაპიტნის სახლი მატჩის დროს გაქურდეს
პსჟ-ის კაპიტნის სახლი მატჩის დროს გაქურდეს

„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანი ტიაგო სილვა ქურდობის მსხვერპლი გახდა. ბრაზილიელის სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც მის გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში „ნანტის“ წინააღმდეგ თამაშობდა, – იტყობინება RMC.

შინდაბრუნებულმა სილვამ აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ძვირფასი ნივთი იყო დაკარგული. მთლიანი ზარალი ასობით ათასი ევროთი იზომება.

აღვნიშნავთ, რომ ამ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშე უკვე მეორედ გაქურდეს. რამდენიმე კვირის წინ, ქურდებმა პარიზელთა ფორვარდ ერიკ ჩუპო-მოტინგის სახლში შეაღწიეს.

მიმდინარე სეზონში ტიაგო სილვამ საფრანგეთის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა.