„პარი სენ-ჟერმენი“ ინგლისურ ტოპკლუბებს გაუწევს კონკურენციას „ასტონ ვილადან“ მორგან როჯერსის გადაბირებაში. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ინგლისის ნაკრების შემტევ ნახევარმცველზე პრეტენზიას აცხადებენ „არსენალი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.
გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით, პარიზელები სერიოზულად არიან დაინტერესებულები 23 წლის ფეხბურთელის შეძენით.
„ასტონ ვილა“ თავის ვარსკვლავში 80 მილიონ ფუნტზე მეტს ითხოვს. თუ პრეტენდენტი რამდენიმე იქნება, ფიქსირებულმა თანხამ, შეიძლება, 90 მილიონს მიაღწიოს, ბონუსების გათვალისწინებით კი – 100 მილიონს.