„ჰაიდუკის“ ნახევარმცველი ლუკა ვუშკოვიჩი პარიზული გრანდის სამიზნეა. „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა 15 წლის ხორვატი ტალანტის გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავს.
ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ვუშკოვიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და დიდი ალბათობით, გარიგებას ხელს არაფერი შეუშლის.
მიმდინარე სეზონში ლუკა ვუშკოვიჩმა ხორვატიის იუნიორთა ჩემპიონატსა და ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე 11 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ხორვატიის 17-წლამდელთა ნაკრებში კი ვუშკოვიჩმა სამი მატჩი ჩაატარა და შვედეთის ნაკრებს გაუტანა.