„პროფესორი“ - ალექსანდრე ჩივაძის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა #1TVSPORT
„პროფესორი“ - ალექსანდრე ჩივაძის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა #1TVSPORT

დღეს, 13 მაისს თბილისის დინამოს ლეგენდარული კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის შესახებ წიგნის – „პროფესორი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ავტორიც მამუკა კვარაცხელიაა.

პრეზენტაცია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით შედგა. ღონისძიებას ვეტერანი „დინამოელები“, მედიის წარმომადგენლები და ფეხბურთის გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

წიგნში შესულია ისტორიები „დინამოს“ ლეგენდარულ კაპიტანზე, თავად ალექსანდრე ჩივაძის მოგონებები, შეკრებილია ავტორისა და ცნობილი ჟურნალისტების სტატიები, სპეციალისტების შეფასებები.

პრეზენტაცია 1981 წლის 13 მაისის დიუსელფორფის წარმატებას დაამთხვიეს, როდესაც ალექსანდრე ჩივაძის კაპიტნობით თბილისის „დინამომ“ უდიდეს წარმატებას მიაღწია და ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა.