საფეხბურთო ტაიმაუტი | ალექსანდრე ჩივაძე - საერთაშორისო მატჩებში მიღებული გამოცდილების შემდეგ საკუთარი ძალების ვირწმუნეთ #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა კაპიტანმა, ალექსანდრე ჩივაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი“ 1981 წლის 13 მაისის ფინალისკენ მიმავალ გზაზე ლონდონში „ვესტ ჰემთან“ გამარჯვება (4:1) გაიხსენა.
„ამ მატჩამდე უეფა-ს ტურნირებზე შევხვდით „კარდიფ სიტის“, „ინტერს“, „ნაპოლის“, „ლივერპულს“, „ჰამბურგს“ და საერთაშორისო მატჩების გამოცდილება დაგვიგროვდა. ფეხბურთელებმა საკუთარი ძალების ვირწმუნეთ.
ამავე დროს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვთამაშობდით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ლიგა იყო. როგორც თბილისის „დინამო“ იყო საქართველოს ნაკრები, ასევე ერევნის „არარატი“ სომხეთის ნაკრები გახლდათ, ბაქოს „ნეფთჩი“ – აზერბაიჯანის, კიევის „დინამო“ – უკრაინის და ა.შ.
არ დაგავიწყდეთ, რომ მანამდე დათო ყიფიანი, რამაზ შენგელია და მე საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელები გავხდით – ეს იშვიათობა იყო. ისეთი გუნდი შეიკრა, „ლივერპულს“ მოვუგეთ, იმ მატჩზე სტადიონი ბოლომდე გაივსო, კიბეებიც არ ჩანდა.
საკლუბო და სანაკრებო მატჩებში მიღებული გამოცდილების შემდეგ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვიყავით, ვგრძნობით, რომ თასის აღება შეგვეძლო.
სხვათა შორის, ნახევარფინალში მომდევნო წელსაც გავედით. საინტერესო, იცით, რა იყო? კარიერა რომ დავასრულეთ, ხელფასზე მეტი პენსია გვქონდა“, – განაცხადა ალექსანდე ჩივაძემ.