„პრო 14“-ის (Pro 14) ფინალში „ლენსტერმა“ „ალსტერი“ დაამარცხა [ვიდეო]
„პრო 14“-ის (Pro 14) ფინალში „ლენსტერი“ ასევე ირლანდიულ „ალსტერს“ დაუპირისპირდა და მეტოქე კომფორტული სხვაობით, ანგარიშით 27:5 დაამარცხა.
დუბლინურ კლუბს ფენომენალური, წაუგებელი სეზონი ჰქონდა. ბოლო მატჩი, რომელიც „ლენსტერმა“ დათმო ჩემპიონთა თასის ფინალი იყო, რომელშიც 2019 წლის 11 მაისს „სარასენსს“ დაუპირისპირდა (10:20). 2019/20 წლების „პრო 14“-ის სეზონში კლუბმა ყველა მატჩი მოიგო და ფინალში დამსახურებულად გავიდა.
გამონაკლისი არც ტურნირის დასკვნითი მატჩი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წუთებზე „ალსტერი“ ჰიუმის ლელოთი დაწინაურდა, ფავორიტები არ დაბნეულან და წინ მე-12 წუთზე, ჯეიმს ლოუს ლელოთი გავიდნენ, რომელიც ბერნმა ზუსტად გარდასახა. ტაიმის დასრულებამდე ბერნმა ერთი საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად და პირველი ნახევრის ანგარიში – 10:5 დააფიქსირა.
მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა, უპირატესობას კვლავ „ლენსტერი“ ფლობდა. 45-ე წუთზე ჰენშოუმ მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და ლელოს ხაზი იოლად გადაკვეთა. 71-ე წუთზე ლელო სვითმენ-დორისმაც მიითვალა და ჯონათან სექსტონმა გარდასახვით საბოლოო ანგარიში – 27:5 დააფიქსირა.
„ლენსტერმა“ „პრო 14“ ისტორიაში მეშვიდედ მოიგო და ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია.