ჯონ სექსტონი ირლანდიის ნაკრებში სამი წელი ითამაშებს
ჯონ სექსტონი ირლანდიის ნაკრებში სამი წელი ითამაშებს

33 წლის მორაგბეს, რომელიც „მსოფლიო რაგბიმ“ 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ დაასახელა, ირალნდიის რაგბის კავშირმა ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად ჯონ სექსტონი მომდევნო სამი წლის განმავლობაში ირლადნიის ნაკრებისა და „ლენსტერის“ ღირსებას დაიცავს.

სექსტონმა 2018 წელს ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 99 ქულა დააგროვა. „სამყურებმა“ „6 ერის“ გათამაშება დიდი სლემით მოიგეს, სადაც 12 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დათმეს. აღსანიშნავია ასევე ირლანდიისა და ახალი ზელანდიის მატჩი, რომელშიც სამყურებმა ისტორიული გამარჯვება 16:9 მოიპოვეს. აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ირლანდიელთა 10 ნომერი, ჯონ სექტონი იყო, რომელმაც 3 ჯარიმა და 1 გარდასახვა გამოიყენა და ჯამში 11 ქულა დააგროვა.
სანაკრებო წარმატების გარდა, ირლანდიელმა მგეზავმა ტიტული საკლუბო დონეზეც მოიგო – „პრო 14“-ის 2017-18 წლების სეზონი მისი კლუბის, „ლენსტერის“ ტრიუმფით დასრულდა.

ჯონ სექსტონს ირლანდიის ნაკრებთან ერთად „6 ერი“ სამჯერ აქვს მოგებული. „ლენსტერის“ შემადგენლობაში კი ოთხჯე ჩემპიონთა თასის და ერთხელ ჩელენჯ ქაფის გამარჯვებული გახდა.