პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობას ხატია მოისწრაფიშვილი დაიკავებს
პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობას ხატია მოისწრაფიშვილი დაიკავებს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი იქნება. ინფორმაცია პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

ხატია მოისწრაფიშვილი ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და ამავდროულად, პრესსპიკერის თანამდებობას იკავებდა.

2008-2010 წლებში იყო საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანამდე მუშაობდა ტელეკომპანია „მზეში“ , „იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელში.