ხატია მოისწრაფიშვილი - სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ყველა რეგიონს, მათ შორის კახეთს აქვს უნიკალური შესაძლებლობები და საჭიროა მათი ეფექტიანი გამოყენება
ხატია მოისწრაფიშვილი - სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ყველა რეგიონს, მათ შორის კახეთს აქვს უნიკალური შესაძლებლობები და საჭიროა მათი ეფექტიანი გამოყენება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ყველა რეგიონს, მათ შორის კახეთს აქვს საკუთარი უნიკალური შესაძლებლობები და საჭიროა მათი ეფექტიანი გამოყენება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ კვირას რეგიონების განვითარების ხელშეწყობისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი კახეთის მხარეში მოსახლეობასა და მეწარმეებს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, მისასალმებელია, რომ კახეთის მეწარმეთა დიდ ნაწილს ქალები წარმოადგენენ. ამასთან, მეწარმეები ჩართული არიან სხვადასხვა პროგრამაში, თუმცა, საჭიროა მეტი ძალისხმევა, მათ შორის პროფესიული განვითარების კუთხით.

პრეზიდენტის შეფასებით, კვალიფიციური კადრების მომზადება თუ გადამზადება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ცნობიერების ამაღლების ფარგლებში, პროფესიულ სწავლების, კვალიფიციური კადრების მომზადების, ბაზრის მოთხოვნების შესახებ მეტი ინფორმირების, მეწარმეთა სხვადასხვა პროგრამებში ჩართულობის გაზრდის საკითხებზე მეტი კონცენტრირება გვმართებს.

მოისწრაფიშვილის თქმით, პრეზიდენტი გასულ კვირას კახეთში არსებულ პროფესიულ სასწავლებელსაც ეწვია. კახეთს აქვს ასევე ბალნეოტურიზმის განვითარების პერსპექტივა და ამ მხრივ ორი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.