ხატია მოისწრაფიშვილი - პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დამდგენ კომისიას აუცილებლად უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება
ხატია მოისწრაფიშვილი - პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დამდგენ კომისიას აუცილებლად უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დამდგენ კომისიას აუცილებლად უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.

​„იმის თაობაზე, რომ ორ მეგობარ ქვეყანას, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უნდა არსებობდეს დადგენილი საზღვრები, გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს მიიღეს. ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა“, – განაცხადა ხატია მოსწრაფიშვილმა.

მისი თქმით, შესაბამისად, მუშაობა განაახლა კომისიამ, რომელმაც დაიწყო მუშაობა საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით.

„ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს განვითარებისთვის, იმ გეზისკენ სვლისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, დადგენილი საზღვრები სჭირდება. ვთანხმდებით ამაზე, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მიეცეს კომისიას მუშაობის საშუალება.

რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება, მაგრამ კომისიას უნდა ჰქონდეს საშუალება, მშვიდ და ეფექტურ გარემოში იმუშაოს და მივიდეთ იმ შედეგამდე, რომელ შედეგამდეც გვინდა მისვლა – ეს არის დადგენილი საზღვრები“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

დატოვე კომენტარი