სალომე ზურაბიშვილი 28-29 აგვისტოს, პარიზში „მედეფ ინტერნეიშენალის“ საზაფხულო უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრება 

13:35, 30.07.2019

28-29 აგვისტოს, პარიზში, საფრანგეთის საწარმოთა მოძრაობა „მედეფ ინტერნეიშენალის“ (MEDEF INTERNATIONAL) საზაფხულო უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

მსგავსი