პრემიერლიგამ რუსეთში მატჩების ტრანსლაცია აკრძალა #1TVSPORT
პრემიერლიგამ რუსეთში მატჩების ტრანსლაცია აკრძალა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგამ რუსეთში საკუთარი მატჩების ტრანსლაცია აკრძალა და თანხა გამოყო უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

„ინგლისის პრემიერლიგამ და მისმა კლუბებმა დღეს ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება – შეაჩერონ ურთიერთობა რუსულ სამაუწყებლო პარტნიორებთან – Rambler-თან და Okko Sport-თან. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ასევე, ლიგა მილიონ ფუნტს გადარიცხავს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

ეს აქცია იმ მხარდაჭერის გაგრძელებაა, რომელიც უკრაინის მიმართ გამოხატეს პრემიერლიგის კლუბებმა გასულ უქმეებზე გამართულ მატჩებში.

ლიგა მკაცრად გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. გამოვდივართ მშვიდობისაკენ მოწოდებით და მათ გვერდით ვართ, ვინც ამ ომში დაზარალდა“, – წერია პრემიერლიგის განცხადებაში.