„ლესტერ სიტის“ გამარჯვებების სერია გრძელდება. „მეილებმა“ ამჯერად „ასტონ ვილა“ დაამარცხეს სტუმრად და ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვეს პრემიერ ლიგაში, რითაც პირადი რეკორდი დაამყარეს. ლიდერ „ლივერპულს“ ახლა ბრენდან როჯერსის შეგირდები რვა ქულით ჩამორჩებიან, ხოლო მესამე ადგილზე მყოფ მოქმედ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“ ექვსი ქულით უსწრებენ.
მატჩში, რომელიც ლესტერმა 1-4 მოიგო, ორი გოლი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ჯეიმი ვარდიმ გაიტანა და თითოც იჰეანაჩომ და ევანსმა დაუმატეს. „ასტონ ვილასთვის“ პრესტიჟის გოლის ავტორი გრილიში გახდა.
მომდევნო მატჩს „ლესტერი“ 14 დეკემბერს შინ „ნორვიჩთან“ გამართავს.