ბრენდან როჯერსის დებიუტი ლესტერში წარუმატებელი გამოდგა
ბრენდან როჯერსის დებიუტი ლესტერში წარუმატებელი გამოდგა

ბრენდან როჯერსის დებიუტი ლესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე წარუმატებელი გამოდგა. პრემიერ-იგის 2015-16 წლების სეზონის ჩემპიონი უოტფორდს ეწვია და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით დამარცხდა.

ანგარიში მე-5 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა ჯეიმი ვარდიმ წონასწორობა 75-ეზე აღადგინა და თითქოს ერთი გასვლითი ქულა გადაარჩინა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე მელიებმა დაცვაში კონცენტრაცია დაკარგეს და ანდრე გრეიმ მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ ბრენდან როჯერსმა თავისი სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს სწორედ უოტფორდში დაიწყო.

ლესტერისთვის ეს მესამე მარცხია ზედიზედ. ამჟამად გუნდს 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება.