ბრენდან როჯერსი  - საჩემპიონო რბოლაში არავის ვახსენდებით და ეს ძალიან კარგია
ბრენდან როჯერსი - საჩემპიონო რბოლაში არავის ვახსენდებით და ეს ძალიან კარგია

„ლესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ ბრენდან როჯერსის თქმით, ის ძალიანაც კმაყოფილია იმით, რომ პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლის განხილვისას მის გუნდს არავინ ახსენებს. „მელიებმა“ ბოლო მატჩში „ასტონ ვილა“ სტუმრად ანგარიშით 1:4 დაამარცხეს, ზედიზედ მერვე გამარჯვება მიითვალეს და რვა ქულით ჩამორჩებიან ერთპიროვნულ ლიდერ „ლივერპულს“, თუმცა ექვსი ქულით უსწრებენ მოქმედ ჩემპიონსა და ამჟამად მესამე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“.

„ვფიქრობ, არავინ ელის, რომ საბოლოოდ ცხრილის სათავესთან ახლოს ვიქნებით“, – ამბობს როჯერსი, – „როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად დაამარცხა, ყველა იმაზე საუბრობდა, თუ რამდენად ჩამორჩა „სიტი“ „ლივერპულს“. მეორე ადგილზე მყოფი „ლესტერი“ კი არავის ახსენდება. კაცმა რომ თქვას, ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს და მხოლოდ საკუთარი თამაშის გაუჯობესებას ვცდილობთ“.

აღსანიშავია, რომ 16 ტურის შემდეგ „ლესტერმა“ 38 ქულა მოაგროვა, ეს კი იმაზე მეტია, ვიდრე 2015-2016 წლის საჩემპიონო სეზონზე კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით ამავე ეტაპზეა დაგროვილი.

21 დეკემბერს „ლესტერი“ „მანჩესტერ სიტის“ სტუმრად ეთამაშება, 27 დეკემბერს კი „ლივერპულს“ უმასპინძლებს.