ბრენდან როჯერსი ლესტერის მწვრთნელად დაინიშნა
ბრენდან როჯერსი ლესტერის მწვრთნელად დაინიშნა

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლესტერ სიტის ახალი მთავარი მწვრთნელი სელტიკის აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი ბრენდან როჯერსი იქნება.

ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა 2015-16 წლების სეზონის ინგლისის ჩემპიონთან კონტრაქტს ხელი 2022 წლამდე მოაწერა და თავის კარიერაში მესამე პრემიერლიგურ გუნდს ჩაუდგა სათავეში (წარსულში ის ლივერპულსა და სუონსის ავარჯიშებდა).

„მთელ ჩემს ცოხვრებას მივუძღვნი ამ საქმეს, რათა გულშემატკივრებმა გუნდით იამაყონ“, – განაცხადა როჯერსმა პირველ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოირლანდიელმა ამ თანამდებობაზე ფრანგი კლოდ პიუელი შეცვალა.

ვინ შეცვლის სელტიკში როჯერსს, ჯერ-ჯერობით უცნობია.