პორტუგალიის გრან პრიზე სულამანიძემ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი კრპალეკი დაამარცხა და ფინალში იაპონელ არაისთან იჭიდავებს #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პორტუგალიის გრან პრიზე ასპარეზობას განაგრძობს. დღეს ტურნირზე, ფინალურ ბლოკში ოქროს მედლების მოსაპოვებლად ილია სულამანიძე (100 კგ) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილ იჭიდავებენ.
სულამანიძემ ნახევარფინალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაძაბულ დაპირისპირებაში ვაზარით დაამარცხა და ფინალში იაპონელ დოტა არაის შეხვდება.
ცოტა ხნით ადრე შეჯიბრებაზე ინანეიშვილმა ნახევარფინალში ბრაზილიელ რაფაელ სილვას ვაზარით სძლია და ფინალში კორეელ კიმს დაუპირისპირდება.
ახალაგაზრდა ბაზიერიშვილი მედლისთვის რეპეჟაშიდან იბრძოდა, მაგრამ სერბ ძიუდოისტთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
პორტუგალიის გრან პრიზე ფინალური ბლოკი 21:00 საათზე დაიწყება.