პორტუგალიის გრან პრიზე დღეს მედლების მოპოვებას ექვსი ქართველი ძიუდოსიტი შეეცდება #1TVSPORT
პორტუგალიის გრან პრიზე დღეს მედლების მოპოვებას ექვსი ქართველი ძიუდოსიტი შეეცდება #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პორტუგალიის გრან პრიზე ასპარეზობას განაგრძობს. დღეს ტურნირზე პირველი მედლების მოპოვებას ექვსი მათგანი შეეცდება.

მესამე საჭიდაო დღეს შეჯიბრებაზე საქართველოს ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90  კგ), ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი (ორივე – 100 კგ), ლევან მატიაშვილი და საბა ინანეიშვილი (ორივე +100 კგ) წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ტურნირზე ჯერჯერობით უმედლოდაა.

პორტუგალიის გრან პრიზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით – 14:00-ზე, ფინალური ბლოკი კი 21:00-ზე დაიწყება.