პოროშენკო ზელენსკის მიმართავს - თქვენ არ ხართ გმირი, ხართ გაპარული ოლიგარქის გამტარი
21-ში უნდა გადავწყვითოთ, რომ არ მივცეთ სახელმწიფო პუტინს და კოლომოისკის, ჩვენ არ უნდა ვეთამაშოთ სახელმწიფოს, ფასი შესაძლოა, იყოს ძალიან მაღალი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკისთან დებატების დროს განაცხადა. პეტრო პოროშენკოს თქმით, ოპონენტისგან ბრალდებების გარდა ვერაფერი მოისმინა და ზელენსკიმ სამომავლო სტრატეგიები ვერ წარადგინა.
„თქვენ ცხოვრობთ წარსულით, მზად ხართ გააგრძელოთ ტყუილი. კოლომოისკი უზრუნველგყოფთ ყველაფრითნ. ჩვენ უნდა დავიცვათ სახელმწიფო თქვენგან. თქვენ არ ხართ გმირი, თქვენ ხართ გაპარული ოლიგარქის გამტარი. რას უმალავთ უკრაინელებს თქვენ, რატომ დახურეთ დეკლარაციები. ვერ მოვისმინეთ თქვენი სტრატეგიების შესახებ. მივმართავ ზელენსკის მხარდამჭერებს, მივიღებ ნებისმიერ არჩევანს 21-ში. 22-ში უნდა გავერთიანდეთ, რომ დავიცვათ სახელმწიფო ჩვენი გამარჯვებისთვის“, – აღნიშნა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკის დისკუსიის გაგრძელება საზოგადოებრივ მაუწყებელზე შესთავაზა.
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები დასრულდა. დებატების ბოლოს უკრაინის ჰიმნი იმღერეს.