უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არჩევნებში თავის მეტოქეს, ვლადიმირ ზელენსკის 14 აპრილს დებატებზე მისვლისკენ მოუწოდებს. პეტრო პოროშენკომ სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ზელენსკის 14 აპრილს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდებს.
„ურთიერთობა მილიონობით უკრაინელთან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასვენება პარიზში. ნუ ემალებით ამომრჩევლებს, ნუ გაურბიხართ პრესას, ნუ გეშინიათ ოპონენტის, ნუ კიდებთ ყურმილს. დაბრუნდით, ჩამოფრინდით და საბოლოოდ დაელაპარაკეთ ხალხს. შეხვედრამდე კვირას, სტადიონზე“, – აცხადებს პოროშენკო ვიდეომიმართვაში.
თავის მხრივ, ვლადიმირ ზელენსკის შტაბში აცხადებენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მზადაა დებატებისთვის, მხოლოდ 19 აპრილს.