პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში სამი ქართველი იჭიდავებს
პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში სამი ქართველი იჭიდავებს

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ავთანდილ კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდნენ.

ვარშავაში დღეს დაწყებული „ციალკოვსკის“ სახელობის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს სამი ქართველი ფალავანი ჩემპიონობისათვის იბრძოლებს.

ხინჩეგაშვილმა (65 კგ.) ბულგარელი დიმიტარ ივანოვი 11-0, ხოლო კენჭაძემ (74 კგ.) ყაზახი ნურლან ბეკზანოვი 5-0 დაამარცხა. ოდიკაძეს (97 კგ) უნგრეთში გადაბარგებული უკრაინელი პავლო ოლინიკი არ გამოუცხადდა.

ოქროს მედლისათვის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი პრინციპულ მეტოქეს რუსების ჩეჩენ ფალავან ახმედ ჩაკაევს დაეჭიდება. შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილმა, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის 61 კგ კატეგორიის ფინალში სწორედ რუსების  ფალავანი დაამარცხა.

How to share with just friends.

Posted by Facebook on Friday, December 5, 2014

 

კენჭაძე ჩინელ ვეი ვუს, ხოლო ოდიკაძე ყაზახ მამედ იბრაგიმოვს დაეჭიდება.

ფინალური ბლოკი 8 სექტემბერს 19:00 საათიდან დაიწყება.

წყარო: საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია