ხინჩეგაშვილი და ტლაშაძე საფრანგეთის გრან პრის ნახევარფინალში იჭიდავებენ
ხინჩეგაშვილი და ტლაშაძე საფრანგეთის გრან პრის ნახევარფინალში იჭიდავებენ

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიმდინარე ანრი დელანის სახელობის რიგით 47-ე გრან პრიზე, დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ასპარეზობს.

ტურნირზე ძალიან კარგად გამოდის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 65 კგ-ში მოასპარეზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელმაც ორი შეხვედრა ადვილად მოიგო და საფრანგეთის გრან პრის ნახევარფინალში ამერიკელ სპორტსმენთან იჭიდავებს. ასევე კარგად ჩაატარა საკუთარი მეოთხედფინალური შეხვედრა დავით ტლაშაძემ (74 კგ), რომელმაც გერმანელ მოჭიდავეს ბოლო წამებზე გამოგლიჯა მოგება და ფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.

რამდენიმე წუთში მეოთხედფინალებს იჭიდავებენ – ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), დავით მარსაგიშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ).

საქართველოს ნაკრები საფრანგეთში უძლიერესი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებში მედლები დღესვე მოგვიანებით გათამაშდება.