ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნიუ იორკში საქველმოქმედო ტურნირის გამარჯვებული გახდა [ვიდეო]
ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნიუ იორკში საქველმოქმედო ტურნირის გამარჯვებული გახდა [ვიდეო]

ნიუ იორკში საქველმოქმედო ტურნირი „ბით ზე სთრითს“ (Beat the Streets) გაიმართა, სადაც ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ამერიკელების ამომავალი ვარსკვლავი იანი დიაკომიჰალისი დაამარცხა.

ხინჩეგაშვილმა ორჯერ შეძლო მეტოქის გადაყვანა პარტერში და უკეთესი ტექნიკური შეფასებით გაიმარჯვა.


ამერიკელები მსგავსი ტიპის შოუებს ყოველწლიურად აწყობენ. ამჯერად შეჯიბრი მაყურებლების გარეშე ჩატარდა, დღის მთავარი შეხვედრა კი ყველა უმაღლესი ტიტულის მფლობელის ლადო ხინჩეგაშვილს და მასპინძელი 21 წლის დიაკომიჰალისის დაპირისპირება გამოდგა, რომელსაც 65 კგ. წონით კატეგორიაში ამერიკელები ტოკიოს ოლიმპიადის მოგების მთავარ კანდიდატად მიიჩნევენ

აღსანიშნავია რომ 2016 წელს თბილისში დიაკომიხალისმა ზედიზედ მეორედ მოიგო ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი და მას ჯილდო ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გადასცა.

დატოვე კომენტარი