50 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი პაულო სოუზა პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
სოუზამ ამ პოსტზე იეჟი ბჟენჩეკი შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს თანამდებობიდან.
პაულო სოუზას ბოლო სამუშაო ადგილი იყო ფრანგული „ბორდო“, რომელიც გასული წლის აგვისტოში დატოვა. მას ასევე გაუწვრთნია – „ტიანძინი“, „ფიორენტინა“, „ბაზელი“, „მაკაბი“ (თელ-ავივი), „ვიდეოტონი“, „ლესტერი“, „სუონსი“ და „ქუინზ პარკი“.
2020 წელს, პოლონეთის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ ჯგუფში.
ასევე გუნდს მოპოვებული აქვს ევრო 2020-ის საგზური და ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან, შვედეთთან და სლოვაკეთთან ითამაშებს.