„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონის (II ლიგა) კლუბის, „ოლდჰემის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, – იტყობინება გაზეთი „ტელეგრაფი“.
ოფიციალურად მისი დანიშვნის შესახებ ერთ დღეში გამოცხადდება. „ოლდჰემი“ სქოულზის საყვარელ გუნდად მიიჩნევა. ფეხბურთელი ყოველთვის მხარს უჭერდა ამ კლუბს იმის მიუხედავად, რომ მისი სათამაშო კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირდება.
ამ მომენტისთვის, „ოლდჰემი“ მეოთხე დივიზიონის გათამაშების ცხრილში მე-12 ადგილზეა და 39 ქულა აქვს.