ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომელიც დოპინგის გამოყენებისთვის ოთხი წლით არის დისკვალიფიცირებული, ახალ პროფესიას ეუფლება.
გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პოგბამ, რომელზეც უფლებები ჯერაც ტურინის „იუვენტუსს“ ეკუთვნის, კინომსახიობის კარიერა დაიწყო.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონს იღებენ ფილმში, რომლის სახელწოდებაა „4 ნული“. პოგბა ახალგაზრდა ფეხბურთელების მწვრთნელის როლს თამაშობს. ფილმი ეკრანებზე 2025 წლის ზაფხულში უნდა გამოვიდეს.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას გასული წლის აგვისტოში, „უდინეზესთან“ მატჩის შემდეგ აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატი ტესტოსტერონი და ოთხი წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს.