პოლ პოგბამ ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT
პოლ პოგბამ ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT

„იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი პოლ პოგბა ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის, – წერს იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

2023 წლის 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ 30 წლის ფეხბურთელის დოპინგტესტმა „უდინეზესთან“ მატჩის შემდეგ დადებითი შედეგი აჩვენა აკრძალულ პრეპარატ ტესტოსტერონზე. განმეორებითი ტესტის შემოწმებამაც დადებითი შედეგი დააფიქსირა.

მაშინ ფრანგი ფეხბურთელი ჩამოაშორეს გუნდს და დღემდე არ უვარჯიშია „იუვენტუსში“. ასევე იტყობინებოდნენ, რომ ტურინული კლუბი გააუქმებდა კონტრაქტს პოგბასთან, როგორც კი ოფიციალურად გამოცხადდებოდა დისკვალიფიკაციის შესახებ.

პოლ პოგბა „იუვენტუსში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.