პოლ პოგბა ორწლიან დისკვალიფიკაციას მიიღებს #1TVSPORT
პოლ პოგბა ორწლიან დისკვალიფიკაციას მიიღებს #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა, მინიმუმ, ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება ანტისადოპინგო კოდექსის დარღვევის გამო, – წერს გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი.

წყაროს ცნობით, მსოფლიოს ანტიდადოპინგო სააგენტო (WADA) არ გასცემს უფლებას პოგბას საქმის გადაცემაზე სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში. ფრანგ ფეხბურთელს დარჩება ორი ვარიანტი: წავიდეს შეთანხმებაზე ანტისადოპინგო პროკურატურასთან და დარჩეს აპელაციის შანსის გარეშე, ან მიმართოს ეროვნულ ანტისადოპინგო ტრიბუნალს, რომლის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში. პირველ შემთხვევაში პოგბა შეეძლება ბრალის აღიარება და ამით მინიმალურ დისკვალიფიკაციას მიიღებს, რომელიც ორ წელს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს პოლ პოგბას განმეორებითმა დოპინგსინჯმა ტესტოსტერონზე დადებითი შედეგი აჩვენა. საქმის გამოძიების პერიოდში ნახევარმცველი ჩამოშორებულია ფეხბურთს და ფორმას დამოუკიდებლად ინარჩუნებს.