„იუვენტუსმა“ პოლ პოგბას ხელფასი თვეში 873 ათასიდან ორი ათასამდე შეუმცირა #1TVSPORT
„იუვენტუსმა“ პოლ პოგბას ხელფასი თვეში 873 ათასიდან ორი ათასამდე შეუმცირა #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა ჩაგდებული დოპინგტესტის გამო ტურინულ კლუბში თვეში ხელფასის სახით 2 ათას ევროს მიიღებს, ნაცვლად 873 ათასისა, როგორც ეს მისი კონტრაქტით არის გათვალისწინებული, – წერს იტალიური პრესა.

ორი დღის წინ ფრანგი ფეხბურთელის განმეორებითმა დოპინგტესტმა დაადასტურა, რომ პოგბას ორგანიზმში ტესტოსტერონის გადაჭარბებული დოზა აღმოჩნდა. ნახევარმცველს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

წყაროს ცნობით, „იუვენტუსმა“ თავის ფეხბურთელს წერილის მეშვეობით აცნობა ხელფასის დაკლების შესახებ. როცა საქმე ეხება დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელებს, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციასთან კოლექტიური ხელშეკრულების თანახმად, იტალიურ კლუბებს უფლება აქვთ, ასეთ მოთამაშეებს მინიმალური ხელფასი გადაუხადონ. ეს ნიშნავს იმას, რომ 30 წლის პოგბა თვეში 2 ათას ევროს მიიღებს.