პოლ პოგბა რამდენიმე კვირას გამოტოვებს
პოლ პოგბა რამდენიმე კვირას გამოტოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა რამდენიმე კვირას გამოტოვებს ბარძაყის ტრავმის გამო, რომელიც „ევერტონის“ წინააღმდეგ პრემიერლიგის მატჩში მიიღო. ამის შესახებ განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა.

„აღდგენისთვის რამდენიმე კვირა დასჭირდება. მან უკვე დაიწყო მუშაობა პერსონალთან დაბრუნებისთვის. იმედია, შეძლებს სწრაფად მწყობრში ჩადგომას და უფრო კარგ ფორმაში შესვლას. პოლი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამიტომაც რისკზე წასვლა არ გვსურს. ასე რომ, მოუწევს რეაბილიტაციისთვის რამდენიმე კვირის დახარჯვა.

საერთო ჯამში, ჩვენი გუნდი უკვე საკმაოდ დიდი ხანია ტრავმების გარეშეა, ამიტომაც დიდად საწუწუნო არაფერი გვაქვს“, – განაცხადა სოლსკიაერმა „სქაი სპორტსთან“ კომენტარში.

პოგბამ ამ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში და სამი გოლი გაიტანა.