პოგბა არ აპირებს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გაგრძელებას და პსჟ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ გადაწყვიტა არ გააგრძელოს კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან, – ამტკიცებს RMC Sport. წყარო ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი უკვე აწარმოებს წინასწარ მოლაპარაკებებს „პარი სენ-ჟერმენთან“.
ფრანგული არხის მონაცემებით, პოგბას აგენტი მინო რაიოლა რამდენიმე დღის წინ შეხვდა პარიზული გუნდის პრეზიდენტს ნასერ ალ-ჰელაიფის სიტუაციის განსახილველად. პოგბას მოქმედი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2022 წლის ივნისში იწურება და, როგორც ჩანს, აღარ აპირებს „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩენას.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ცდილობს ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ან იმედოვნებს, რომ გაყიდის პოგბას 80 მილიონ ევროდ, რაც ნაკლებად სავარაუდოა იმის გათვალისწინებით, რომ ერთი წლის შემდეგ, ფრანგი თავისუფალი აგენტი გახდება.