ლონდონური „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო იმედს გამოთქვამს, რომ თანამდებობას 20 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს და სამწვრთნელო კარიერასაც ამჟამინდელ კლუბში დაასრულებს.
46 წლის არგენტინელი ლონდონში 2014 წელს, საუთჰემპტონიდან გადავიდა და პირველი სეზონი გუნდმა მეხუთ ადგილზე დაასრულა, ამას მოჰყვა მესამე, მეორე და ისევ მესამე ადგილები.
„იმედი მაქვს და მინდა, რომ აქ 20 წელი გავატარო და იქნებ კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაც აქვე მივიღო. აქ ძალიან კონცენტრირებული ვარ და მინდა, რომ ამ კლუბთან მივაღწიო იმას, რაც მის მფლობელებს და გულშემატკივრებს სურთ“, – აცხადებს მოჩეტინო.
ამჟამად „ტოტენჰემი“ 38 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ ექვსი ქულით ჩამორჩება.