მაურისიო პოჩეტინო ამბობს, რომ ისევ „ტოტენჰემის“ მწვრთნელობაზე ოცნებობს, რათა ამ გუნდთან ერთად ერთი ტიტული მაინც მოიგოს.
„ეს არაჩვეულებრივი მოგზაურობა იყო, რომელიც ისე დასრულდა, როგორც არავის სურდა. თუმცა, გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება. რაც „ტოტენჰემი“ დავტოვე, მას მერე ვოცნებობ დაბრუნებაზე, რათა დაწყებული საქმე დავასრულო“, – ამბობს პოჩეტინო BT Sport-თან ინტერვიუში, – „ჩვენ ახლოს ვიყავით ჩემპიონთა ლიგისა და პრენიერლიგის მოგებასთან, მაგრამ გავჩერდით და ახლა, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველი გაგრძელებას“.
შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაათავისუფლეს. ამჟამად არგენტინელი სპეციალისტი უმუშევარია.