პლიშკოვებმა პირველად ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ - ეს დების დაპირისპირების მეათე შემთხვევაა ისტორიაში
ბირმინგემის ქალთა ტურნირის მეორე წრეში ერთმანეთს შეხვდნენ ტყუპი დები – კაროლინა და კრისტინა პლიშკოვები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პროფესიულ ტურში. გამარჯვება რეიტინგით უფრო დაბლა მყოფმა კრისტინამ მოიპოვა – 6:2, 3:6, 7:6(7).
ეს არის დების მეათე წყვილი ქალთა პროფესიული ტურის ისტორიაში, რომლებიც WTA-ის ტურნირის ძირითად ბადეში კორტზე გადაეყარნენ ერთმანეთს.
წინა ცხრა შემთხვევა:
1. სერენა და ვინუს უილიამსი (აშშ) – 18:12
2. მანუელა და კატერინა მალეევა (ბულგარეთი) – 8:1
3. აგნიეშკა და ურსულა რადვანსკა (პოლონეთი) – 3:1
4. კატერინა და მაგდალენა მალეევა (ბულგარეთი) – 4:0
5. ალიონა და კატერინა ბონდარენკო (უკრაინა) – 2:1
6. მანუელა და მაგდალენა მალეევა (ბულგარეთი) – 2:0
7. ანტონელა და ადრიანა სერა-ძანეტი (იტალია) – 2:1
8. ენ და ელიზაბეტ მინტერი (ავსტრალია) – 2:0
9. ბარბარა და კეტი ჯორდანი (აშშ) – 1:0