პიტსბურგის სინაგოგაში სროლის შედეგად გარდაიცვალა 11 და დაშავდა ექვსი ადამიანი
პიტსბურგის სინაგოგაში სროლის შედეგად გარდაცვლილია 11 და დაშავებულია ექვსი ადამიანი. დაშავებულთა შორის ოთხი პოლიციელია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.
თავდამსხმელი, 46 წლის რობერტ ბაუერსი, რომელიც სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლისას დაჭრეს, პოლიციას ჩაბარდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბაუერსი გამოირჩეოდა ანტისემიტური შეხედულებებით.