შერეული ორთაბრძოლების ქართველ მებრძოლ გოგონას დიდი წარმატება ხვდა წილად.
ლიანა ჯოჯუამ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან (UFC) კონტრაქტი გააფორმა. მისი პირველი მეტოქის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ლიანა 61.2 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. შერეულ ორთაბრძოლებში ჯოჯუას ანგარიშზე 9 ორთაბრძოლაა, საიდანაც 7 ქართველის გამარჯვებით დასრულდა.