ლიანა ჯოჯუა 24 ოქტომბერს მირანდა მავერიკს დაუპირისპირდება
ლიანა ჯოჯუა 24 ოქტომბერს მირანდა მავერიკს დაუპირისპირდება

ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ოქტაგონზე რიგით მესამე ბრძოლას 24 ოქტომბერს, UFC 254-ის ფარგლებში, კვლავ აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე გამართავს.

ლიანას მეტოქე მირანდა მავერიკი იქნება. შეგახსენებთ, რომ ჯოჯუას კარიერაში სულ 11 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან რვა ლიანას გამარჯვებით დასრულდა. UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ქართველმა სპორტსმენმა სარა მორასთან დათმო, რის შემდეგაც ეფექტიანი მტკივნეული ილეთით რუმინელი დიანა ბელბიტა დაამარცხა.

ჯოჯუას მეტოქეს, 23 წლის მირანდა მავერიკს, კარიერაში სულ შვიდი ბრძოლა აქვს მოგებული, ორ დაპირისპირებაში კი მან მარცხი განიცადა. მავერიკისთვის ჯოჯუასთან ბრძოლა UFC-ში სადებიუტო იქნება.

UFC 254-ის მთავარი ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ჯასტინ გეიჯის შორის შედგება.