ლიანა ჯოჯუა FIGHT NIGHTS GLOBAL-ის (შერეული საბრძოლო ხელოვნება) პირველი ჩემპიონია
ლიანა ჯოჯუა FIGHT NIGHTS GLOBAL-ის (შერეული საბრძოლო ხელოვნება) პირველი ჩემპიონია

FIGHT NIGHTS GLOBAL-ი ორგანიზაციაა, რომელიც შერეული საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრებებს ატარებს. ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში ქალებს შორის პირველი ტიტულის მფლობელი ქართველი ლიანა ჯოჯუა (6-2-0) გახდა, რომელმაც ამ ბრძოლამდე დაუმარცხებელი მარინა მოხნატკინა (4-1-0), იგივე “ღამის კოშმარი” დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ბრძოლას მოხნატკინა მოიგებდა, თუმცა ამბობდნენ იმასაც, რომ ბოლო “საჩემპიონო” რაუნდებში უპირატესობა ჯოჯუას ექნებოდა. რუს სპორტსმენს ყველა განვლილი ორთაბრძოლა პირელივე რაუნდში ჰქონდა მოგებული.

პირველ ორ რაუნდში მცირედი უპირატესობა მოხნატკინას ჰქონდა, თუმცა ექსპერტების ვარაუდი გამართლდა და ბოლო რაუნდებში ლიანამ მეტოქე აშკარად დაჯაბნა.

საბოლოო ჯამში ჯოჯუა გამარჯვებული მსაჯების გადაწყვეტილებით გახდა.