ლიანა ჯოჯუას დებიუტი 7 სექტემბერს შედგება | აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC)
ლიანა ჯოჯუას დებიუტი 7 სექტემბერს შედგება | აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC)

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე (UFC) 24 წლის ქართველი მებრძოლის ლიანა ჯოჯუას დებიუტი 7 სექტემბერს, აბუ დაბიში შედგება.

ჯოჯუას მეტოქე გამოცდილი სარა მორისი იქნება, რომელსაც კარიერის მანძილზე ხუთი გამარჯვება და ამდენივე მარცხი აქვს. ლიანა ჯოჯუას შერეულ ორთაბრძოლებში სულ ცხრა შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლიდანაც შვიდი გამარჯვებით დაასრულა.

საგულისხმოა, რომ ლიანას დებიუტი UFC 242-ზე ექნება, სწორედ იმ ღონისძიებაზე, რომელზეც ხაბიბ ნურმაგომედივისთვის საჩემპიონო ქამრის ართმევას დასტინ პორიე შეეცდება.

ლიანა ჯოჯუა პირველი ქართველი ქალი მებრძოლია, რომელიც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ეგიდით გამართულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.