პირველი გამარჯვება შეკრებაზე - „შუქურამ“ „დორდოი“ დაამარცხა #1TVSPORT
თურქული შეკრების მესამე ტესტ-მატჩში ქობულეთის „შუქურა“ ყირგიზეთის გუნდს, ბიშკეკის „დორდოის“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა.
რევაზ გოცირიძის გუნდმა შეკრებაზე მესამე მატჩი გამართა. ლვოვის „ლვივთან“ (0:1) და ჩეხეთის „ვიშკოვთან“ (1:2) მინიმალური ანგარიშით დამარცხების შემდეგ გუნდმა პირველი გამარჯვება იზეიმა.
ქობულეთელებიდან ზურაბ მუსელიანმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც გუნდის ახალწვეულის, ნიკოლოზ ბაშელეიშვილის ანგარიშზეა – საბოლოოდ,„შუქურამ“ 3:1 მოიგო.
„შუქურა“: კახაბერ მეშველიანი, ოლეგ მამასახლისი, დავით სამსონია, ირაკლი კომახიძე, კახაბერ კაკაშვილი, რომან ჩაჩუა, გიორგი ჯანელიძე, ბექა ვარშანიძე, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, ირაკლი ლექვთაძე, ზურაბ მუსელიანი.
შეცვლაზე შევიდნენ: მირზა ფარტენაძე, დავით მოწყობილი, ვაკო თევდორაძე, ბექა ვერულიძე, საბა ჯინჭარაძე, ალეკო ანანიძე, ნიკო ღლონტი, გაგა გაზდელიანი, ლევან ინგოროყვა.
ბოლო, მეოთხე ამხანაგურ შეხვედრას „შუქურა“ ხარკოვის „მეტალისტის“ წინააღმდეგ 16 თებერვალს გამართავს, მეორე დღეს კი გუნდი ქობულეთში დაბრუნდება.