ჯოვინო, მუსელიანი, მარუშიჩი - ეროვნულ ლიგის ბომბარდირი სამი თავდამსხმელი გახდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონი „დინამო თბილისი“ – „საბურთალოს“ დაპირისპირებით დასრულდა და საუკეთესო ბომბარდირებიც გამოვლინდნენ.
„დინამოს“ სერბმა თავდამსხმელმა, ზორან მარუშიჩმა მე-17 გოლი გაიტანა და საკმაოდ იშვიათი ამბავი მოხდა – ჩემპიონატის ბომბარდირი 17-17 გოლით ერთდროულად სამი თავდამსხმელი გახდა.
ბოლო ტურამდე 17 გოლით ბათუმის „დინამოს“ შემტევი ჯოვინო ფლამარიონი ლიდერობდა. მან ბოლო ტურში ქუთაისის „ტორპედოსთანაც“ გაიტანა, მაგრამ საბოლოოდ ავტოგოლი დაფიქსირდა და ბრაზილიელს მე-18 გოლი არ ჩაეთვალა.
„გაგრის“ თავდამსხმელმა, ზურაბ მუსელიანმა, რომელსაც მანამდე 10 გოლი ჰქონდა ანგარიშზე, ქობულეთის „შუქურას“ შვიდჯერ გაუტანა და მიმდინარე სეზონში მასაც 17 გოლი დაუგროვდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხ წელიწადში პირველად მოხდა, რომ ბომბარდირებში ქართველი ფეხბურთელია. წინა სამ სეზონში საუკეთესო მეგოლე ლეგიონერი ხდებოდა.