პირველი გამარჯვება კიუშუს ბაშოზე - ტოჩინოშინმა მიოგირიუ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში, კიუშუს კუნძულზე სუმოს სუპერტურნირი მიმდინარეობს. მე-2 სატურნირო დღეს თავისი პირველი გამარჯვება გაიფორმა ქართველმა მებრძოლმა, ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელმაც მე-7 მაეგაშირა მიოგირიუ დაამარცხა.

შეჯახების შემდეგ, ტოჩინოშინმა მეტოქე ერთი მოძრაობით მარტივად, ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

გორგაძეს 1 მოგება და 1 მარცხი აქვს. ხვალ ქართველის მეტოქე მე-9 მაეგაშირა აბი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ორივე ბრძოლა მოგებული აქვს.