პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა #1TVSPORT
პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში ითამაშებს. დეიან სტანოევიჩის გუნდმა ჯგუფის ბოლო მატჩი უშუალო კონკურენტ სლოვაკეთს 16:11 (5:1 4:3 4:3 3:4) მოუგო და ტურნირიზე ისტორიული შედეგის, 8 საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად იბრძოლებს.

დღევანდელ მატჩში ყველაზე შედეგიანი 4 გატანილი გოლით დუშან ვასიჩი იყო.

დღევანდელ მატჩში გატანილი გოლების ავტორები

ფაბიო ბარალდი 2

ბორის ვაპენსკი 3

ხვიჩა ჯახაია – 1

დუშან ვასიჩი – 4

იოვან სარიჩი – 2

საბა ტყეშელაშვილი – 1

მარკო ელაჩა – 1

რეზი იმნაიშვილი – 1

ნიკა შუშიაშვილი – 1

ჩვენი გუნდი შემდეგ მატჩში რუმინეთისა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი გასულ ევროპის ჩემპიონატზე 2020 წელს უნგრეთში დააფიქსირა, სადაც ევროპის ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.