პირველი არხის ორგანიზებით, ევროვიზიის გულშემატკივრებმა ირუს გამოსვლას კინოთეატრიდან ადევნეს თვალი
პირველი არხის ორგანიზებით, ევროვიზიის გულშემატკივრებმა ირუს გამოსვლას კინოთეატრიდან ადევნეს თვალი

ევროვიზია 2023-ის მეორე ნახევარფინალის მიმდინარეობის პარალელურად, საქართველოს პირველი არხის ორგანიზებით, ევროვიზიის ქომაგები და საქართველოს წარმომადგენლის, ირუს გულშემატკივრები პირდაპირ ეთერში კინოთეატრიდან დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს საქართველოს წარმომადგენლის პერფორმანსს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე.

ისინი ირუს გამოსვლას ოვაციებით შეხვდნენ.

გულშემატკივრების თქმით, პერფორმანსი შთამბეჭდავი იყო და მომღერალმა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარადგინა.

ევროვიზია 2023-ის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართა. საქართველოს წარმომადგენელი ირუ მაყურებლის წინაშე მე-11 ნომრად წარდგა. ფინალში ათი ქვეყანა გადავიდა: ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ბელგია, ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი, სლოვენია.