ევროვიზია 2023-ის მეორე ნახევარფინალის ათი ფინალისტის ვინაობა ცნობილია
ევროვიზია 2023-ის მეორე ნახევარფინალის ათი ფინალისტის ვინაობა ცნობილია

დღეს ევროვიზია 2023-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში ათი ქვეყანა გადავიდა: ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ბელგია, ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი, სლოვენია.

წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური ხმის მიცემაში არ მონაწილეობს.

ევროვიზია 2023-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში.

დიდი ხუთეულის ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა პირდაპირ გადადიან ფინალში.

ევროვიზია 2023-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.