პირველი არხის და საქართველოს რადიოს წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიში [პირველი სექტემბერი-30 ოქტომბერი]
პირველი არხის და საქართველოს რადიოს საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ყველა გადაცემის მონიტორინგი პირველი სექტემბრიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მონიტორინგის სუბიექტებისთვის დათმობილი დროის რაოდენობრივი მონაცემების დათვლას.
მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგი წარმოებს სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით, თითოეულ ჩანაწერზე ტელეგადაცემის/სიუჟეტის ლინკის მითითებით.
უკვე გამოქვეყნდა მონიტორინგის ცალკეული ანგარიშები, ამჯერად წარმოგიდგენთ პირველი არხის და საქართველოს რადიოს წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის მთლიან ანგარიშს პირველი სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით. ანგარიში ასევე მოიცავს პირველ არხზე გაშუქებული სუბიექტების მონიტორინგს სქესის ჭრილში და საარჩევნო სუბიექტების მიერ ათვისებული უფასო სარეკლამო დროის მონიტორინგს პირველ არხზე და საქართველოს რადიოში.
მონიტორინგის შედეგები აჩვენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ძირითად ტენდენციებს:
- საინფორმაციო პროგრამებში საარჩევნო სუბიექტები შუქდება მათი აქტივობების შესაბამისად;
- ანალიტიკურ გადაცემებსა და თოქშოუებში მეტი აქცენტი კეთდება იმ პარტიების გაშუქებაზე, რომლებიც პოლარიზებული საარჩევნო და მედიაგარემოს პირობებში ამომრჩეველთა ყურადღების მიღმა რჩებიან;
- ერთმანეთის მიმართ მკვეთრად პოლარიზებული საარჩევნო აქტორების ფონზე, მაუწყებლის გაშუქების ტონის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ნეიტრალურია.
სრულად ანგარიში იხილეთ ამ ბმულზე.