პირველად საქართველოში - ტექბოლში ელიგის გუნდების პირველი ჩემპიონატი დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ტექბოლის ფედერაციის ორგანიზებით საფეხბურთო კლუბებს შორის ტექბოლში საქართველოს პირველი ჩემპიონატი დაიწყო.
ჩემპიონატში მონაწილეობენ: წყალტუბოს „სამგურალი“, თბილისის „დინამო“, „ლოკომოტივი“, გორის „დილა“, „საბურთალო“, მარტვილის „მერანი“, „თელავი“, „ჩიხურა“, „ირაო“ , „კვარტალი“ და 35-ე საფეხბურთო სკოლა.
ჩემპიონატი საკლუბო ტექბოლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ტარდება. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია 2018 წელს დაფუძნდა და ოფისი თბილისში, „მარაკანას“ სტადიონზე აქვს. ორგანიზაციის პრეზიდენტი რევაზ არველაძეა, გენერალური მდივანი – დიმა ბოკერია, ხოლო ვიცე-პრეზიდენტები – აჩი არველაძე და ნიკა ჩხეიძე.
საქართველოს ტექბოლის ფედერაციია სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში ცნობილი ვარსკვლავების ჩამოყვანას გეგმავდა, მაგრამ პანდემიამ არაერთი პროექტის განხორციელებას შეუშალა ხელი.
თუმცა, 2021 წლიდან საქართველოს ტექბოლის ფედერაციამ ბევრი ღონისძიება განახორციელა, ჯერ ინდივიდუალური ტურნირები გაამართა, შემდეგ პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის ყველა გუნდს სათამაშო მაგიდა გადასცა და გუნდებში ყველაზე ძლიერი წყვილები გამოავლინა.